საუკუნეა არაფერი დამიწერია. იმდენი რამ მოხდა ბოლო დროს, საიდან დავიწყო არცკი ვიცი. სამაგისტრო სწავლება დასასრულისკენ მიდის და ტემპი აჩქარებული მაქვს. ვისაც ეს გამოგიცდიათ, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ისე, ამ ბოლო დროს, დავფიქრდი და 2002 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, რომ რაღაცას არ ვსწავლობდე, რაც ცოტა დამღლელიც კი არის, თუმცა სხვანაირად ჩემი ცხოვრება ვერც წარმომიდგენია.

ამასობაში, აღმოჩნდა, რომ ცალი თვალით თითქმის ბოლომდე დავბრმავდი. მარცხენა თვალი ბავშვობიდან “ზარმაცი” მაქვს და ბოლოს 10% დამრჩა მხედველობის. მარჯვენაში-20% სათვალე საშინლად არ მომწონს, მაგრამ ვცდილობ შევეგუო. ექვს თვეში, კონტროლზე მივდივარ ექიმთან და ის მეტყვის შეიძლება თუ არა ოპერაციის გაკეთება, თუმცა მანამდე დედაჩემის ჯანმრთელობაა რაც უფრო მეტად მადარდებს. მოკლედ კარგი მხოლოდ ის არის რომ ჯერჯერობით ორივე შრომისუნარიანები ვართ და ვცდილობთ, როგორმე არ შევიმჩნიოთ ჯანმრთელობის პრობლემები, სანამ მოგვარების დრო არ დადგება. კიდევ ისაა კარგი, რომ კორონა ვირუსს ჩვენამდე არ მოუღწევია და იმედია არც მოაღწევს. ბებიაჩემი ავცერით და ამითაც კმაყოფილი ვარ, რადგან ასაკთან ერთად უამრავი დაავადება ერთდროულად აწუხებს და სიმართლე გითხრათ ძალიან ვღელავ, ვინ იცის ვირუსი თუ შეხვდებოდა როგორ გადაიტანდა. ალბათ ჩემს მკითხველებშიც ხართ ანტივაქსერები და თქვენს არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ მე გადაწყვეტილი მაქვს რომ შემდეგი პარტია როგორცკი შემოვა აუცილებლად ავიცრა.

რაც შეეხება სამაგისტროს, ხელმძღვანელში ძალიან გამიმართლა და მგონი არც მე ვარ ცუდი გოგო. ამაზე დაწვრილებით აუცილებლად დავწერ, მაგრამ მანამდე გეტყვით, რომ ქართული ტექსტები ავირჩიე შეგნებულად და არც ვნანობ. სიმართლე გითხრათ, რთულია ქართულ ტექსტებთან მუშაობა რადგან ჰუმანიტარებისთვის სამეცნიერო საყრდენი მასალა თითქმის არ არსებობს და პრაქტიკულად საკუთარ თავსა და მონდომებაზე ვართ დამოკიდებული ( ასევე უცხოელ მკვლევრებზეც), მაგრამ ეს მეორეს მხრივ კარგიცაა… წერე რა თემაზეც გინდა, სულო და გულო, ძალიან გაგიჭირდება ისეთი თემის არჩევა, რაზეც სხვას უკვე ნამუშევარი აქვს, ამიტომ არ მოგიწევს დიდი ცვლილებები საკუთარ ნამუშევარში. როგორც ჩემი ხელმძღვანელი იძახის, ერთგვარად პიონერები ვართ. ბურთიც და მოედანიც ჩვენ ხელშია. ამაზე შეკითხვაც დავსვი და მიპასუხეს, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებები ძალიან მოწყვლადი იყო საბჭოთა დროის ცენზურისა და ნომენკლატურისთვის, შესაბამისად ძნელად თუ ქვეყნდებოდა ნამდვილად ღირებული სამეცნიერო ნაშრომები. თანამედროვე ლიტერატურასთან მიმართებაში ხომ საერთოდ არაფერი არსებობს, რასაც შეგიძლია დაეყრდნო. მოკლედ ეს სფერო მთლიანად “ამოსაქაჩია”

გადავწყვიტე, ბლოგს ცოტა მეტი ყურადღება დავუთმო და მეტად გავაღრმაო თემატიკა, უფრო მრავალფეროვანი გავხადო. ცოტა რაღაცები საკუთარ თავზეც მოგიყვეთ ხოლმე და იმ საზოგადოებაზეც რომელშიც ვცხოვრობთ. მგონია რომ ლიტერატურა რომელიც კონტექსტში არ ჯდება არ ვარგა, ამიტომ ამ კონტექსტებზე მეტ ყურადღებას გავამახვილებ. იმედი მაქვს არ დაგავიწყდათ ჩემი არსებობა სანამ აქ არ ვიყავი. ყველას დიდი მადლობა ვინც აქ ხართ და დროს უთმობთ ჩემი ბლოგის კითხვას. სხვათა შორის, პერიოდულად სტატისტიკას ვამოწმებდი ხოლმე და იმაზე მეტი ადამიანი მსტუმრობდა ყოველ დღე, ვიდრე მოლოდინი მქონდა. ამიტომაც დავბრუნდი, მგონია რომ რაღაცად მაინც ღირს ზოგჯერ ისეთ თემებზე საუბარი რომლებიც ზოგის აზრით ფუფუნების საგანია. მიხარია რომ ფეიჯზე ამდენი გამომწერი მყავს მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხნით დაგტოვეთ. იმედია, ასეთი რამის გაკეთება აღარ მომიწევს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.