დიაგნოზი, სილამაზე, თავდაჯერება

წლების განმავლობაში, ძალიან დაბალი თვითშეფასება მქონდა, რომლის ნარჩენებსაც ახლაც ვგრძნობ, ზოგჯერ. მგონი ამ ჩემი დაბალი თვითშეფასების ბრალია, რომ მუდმივად ვცდილობ განვვითარდე და რაღაც ახალი ვისწავლო. ამბები დავაგროვო, იქნებ ასე მაინც გავხდე უფრო საინტერესო. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სრულიად შეშლილი სიყვარულით ვუყვარვარ დედაჩემია, რომელიც მუდამ მეხმარება იმაში, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღო საკუთარი თავისგან.

მავანნი ამბობენ, ქალები გარშემომყოფთა აზრზე დამოკიდებული ხალხიაო. აი, რამდენად ლამაზიც არ უნდა იყოს ქალი, ის ვერ აღიქვამს თავის სილამაზეს, თუ ვიღაცამ არ უთხრა. ამის მაგალითად, ლიკა ქავჟარაძე მახსენდება, რომლის სილამაზეზეც უბრალოდ სიტყვები არ მეყოფა სალაპარაკოდ. ლიკას საკმაოდ მკაცრი დედა ჰყოლია, რომელიც მუდმივად ცდილობდა თავმდაბალი და ბეჯითი გოგო გაეზარდა და გამოუვიდა კიდეც. ლიკა ყოველთვის ამბობდა, რომ თვითონ არ თვლიდა თავს ლამაზად და თუ მის ცხოვრებას დავუკვირდებით, მთელი მისი სიცოცხლე ამ უკიდეგანო სილამაზესთან ბრძოლა იყო.

არავის ეგონოს, რომ თავს ლიკასთან ვაიგივებ, უბრალოდ მე, ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები იშვიათად მეუბნებოდნენ რამე კარგს, თუ დედაჩემს არ ჩავთვლით ისევ და ისევ. საბოლოოდ ისე დალაგდა ჩემი ცხოვრება, რომ ვცდილობ, გარშემო ისეთი ადამიანები შემოვიკრიბო, ვისაც მართლა ვუყვარვარ, ისევ მავანთ დავესესხები და, ეს ერთადერთი გზაა თვითშეფასების ასამაღლებლად. საბოლოოდ მაინც მოვახერხე, რომ საკუთარი თავი შემეყვარებინა ისეთი, როგორიც ვარ.

წლებია, მუდმივად ვცდილობ წონა ვაკონტროლო, ჯერ ერთი ესთეტიკურად არის უსიამოვნო, როცა ნახტომში მეტრა-ნახევარი ვარ და კიდევ წონაში ვიმატებ, მახსოვს, პირველი კურსის ბოლოს, როდესაც მარტო ცხოვრება დავიწყე ერთბაშად მოვიმატე და სამოცდახუთი კილო გავხდი, რაც ჩემი სიმაღლისთვის მართლა ძალიან ბევრია. ასევე წლებია ვებრძვი აკნეს, რომელსაც მუდმივად ვფარავ, მაგრამ ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გავაქრე. ასევე იმის გამო რომ ბავშვობიდან ცერებრალური დამბლის დიაგნოზი მაქვს, მთლად ჩაიკოვსკის გედივით ვერ დავნარნარებ, მაგრამ ამასაც უკვე შევეგუე რაღაცნაირად. ახლა ზამთარია და თან პანდემიის პერიოდში დაგროვილი წონის დაკლება ცოტა გართულდა, მაგრამ ვიმედოვნებ, ამასაც მოვერევი.

ახლა იუთუბის არხის გაკეთებას ვაპირებ, რომელიც სწორედ იმ პრობლემებზე იქნება, რასაც ადამიანები ვხვდებით ყოველდღიურობაში. მითუმეტეს, როდესაც მარტო ცხოვრობ და ეს პრობლემები მხოლოდ შენი მოსაგვარებელია. მე მაინც ვფიქრობ, ადამიანი ჭორიკანა არსებაა. ყველას აინტერესებს სხვისი ცხოვრება. იმის ამბიცია არ მაქვს რომ კარდაშიანების რეალითი შოუს პერსონაჟი ვარ, მაგრამ საკუთარ თავს რომ ვუყურებ, იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორიც დღეს არის, რომ მომინდა, თქვენთვის მეჩვენებინა. იმედი მაქვს, ყველაფერი სულ უფრო და უფრო საინტერესოდ იქნება ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში.

წლების წინ, ვერც ვიოცნებებდი იმაზე, რომ მექნებოდა ჩემი პატარა სახლუკა, ქალაქში რომელიც ასე ძალიან მიყვარს. ვისწავლიდი იქ, სადაც ასე ძალიან მინდოდა და ვიცხოვრებდი მარტო. ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ეს ძნელი წარმოსადგენი იყო. ხშირად ვფიქრობ, მე ეს მართლა შევძელი თუ დედაჩემმა შემიქმნა ის პირობები, რომ ასე ვიფიქრო? მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი რაც აქამდე გამომივიდა ან მგონია, რომ გამომივიდა დედაჩემის დამსახურებაა. ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემი მიზნების სჯერა და იმიტომ.

შეცდომებიც ბევრი მაქვს, მქონდა და ალბათ მექნება კიდეც. უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, ალბათ. მეორე მხრივ, სინამდვილეში არასოდეს იცი, სხვა გადაწყვეტილება რომ მიგეღო, რა იქნებოდა. გქონდეს ნაკლი, სირცხვილი არ არის, სირცხვილი ის მგონია, როცა არ ცდილობ ცხოვრება გამოისწორო. ცხოვრების გამოსწორება კი მხოლოდ საკუთარი თავის გამოსწორებით იწყება. ღრმად მჯერა, რომ როგორიც ხარ შენ, ისეთია შენი ცხოვრებაც.

6 thoughts on “დიაგნოზი, სილამაზე, თავდაჯერება

    1. ეგ ყველას ჭირდება, მაგრამ მაგაზე არ ვფიქრობდი, როცა ამას ვწერდი, უბრალოდ ზედმეტად გაპრიალებულ სამყაროში ცხოვრება მოსაბეზრებელია, სინამდვილეში ყველას გვაქვს რაღაც, გარეგნობაშიც და ისედაც, რაზეც არ ვსაუბრობთ და მაგის მიმართ პროტესტი მაქვს 💕

      Like

  1. “უძილობა ღამის მოძალადეობააო ადამიანზე” აღარ მახსოვს ვისი სიტყვებია… სანამ არ გიპასუხე ვეღარ დავიძინე და ახლა როდესაც ამ კომენტარის წერას მოვრჩები და გამოგზავნას დავაჭერ არც შემდეგ დამეძინება… “იგის” მსგავსად წუხილი მთელ ჩემ სხეულსა და სულში დაეხეტება და მოსვენებას არ მაძლევს. წუხილით კი უამრავ რამეზე და ვინმეზე ვწუხვარ. ისეთებზე, რაზეც ფიქრიც კი არ ღირს, მაგრამ თეორიული ცოდნა იმისა, რომ ამაზე დარდი არ ღირს, ვერაფერს მაძლევს. შეიძლება ეს ნაკლად ჩაითვალოს? ვფიქრობ რომ კი… ან შეიძლება უბრალო სისუსტეა.

    ნაკლი ყველა ადამიანს აქვს. ფიზიკური, სულიერი, ფსიქოლოგიური და ა.შ. მაგრამ ყველას ვერ დაავალდებულებ თავის ნაკლოვანებებზე ღიად, თავისუფლადქ, საჯაროდ ისაუბროს და ამის გამო წუხილი ან პროტესტის გრძნობა ფუჭი მგონია.

    პროტესტი მე მაგალითად მაშინ მიჩნდება, როდესაც ადამიანი ნაკლის და სისუსტის საგულდაგულოდ მიჩქმალვას, მიფუჩეჩებას ცდილობს და ამ პროცესში ნაირნაირ ნიღაბს ირგებს, როლს თამაშობს და რეალურ სახეს ჰკარგავს… იმიტო რო ნამდვილი სახის ტარება ტანჯვაა ხოლმე და ტანჯვას კიდე უმეტესობა გავურბით, ყველა შესაძლო გზით ვარიდებთ თავს… ოღონდ ის კი გვავიწყდება, რომ ტანჯვაში იბადება ადამიანი.

    P.S. “ადამიანი ადამიანისთვის დღეა!”

    Like

  2. პროტესტი მე მაგალითად მაშინ მიჩნდება, როდესაც ადამიანი ნაკლის და სისუსტის საგულდაგულოდ მიჩქმალვას, მიფუჩეჩებას ცდილობს და ამ პროცესში ნაირნაირ ნიღაბს ირგებს, როლს თამაშობს და რეალურ სახეს ჰკარგავს… იმიტო რო ნამდვილი სახის ტარება ტანჯვაა ხოლმე და ტანჯვას კიდე უმეტესობა გავურბით, ყველა შესაძლო გზით ვარიდებთ თავს… ოღონდ ის კი გვავიწყდება, რომ ტანჯვაში იბადება ადამიანი.<<<< ამას ვგულისხმობ ზუსტად, არავის არაფერს ვავალდებულებ, მე ჩემი თავი მაბარია და ეს ჩემი თავი ისეთი მინდა იყოს, როგორიც მიმაჩნია, რომ ადამიანი უნდა იყოს. ყველა სიტყვას ხელს ვაწერ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.