კერუაკის გზაზე თავისუფლების კვალდაკვალ

დილის ცხრა საათზე ჯეკ კერუაკი რომ გაგახსენდება ალბათ რაღაცას ნიშნავს. ოდესმე თუკი ახალგაზრდა ყოფილხარ, აუცილებლად გიოცნებია მეგობრებთან ერთად დაგექოქა მანქანა და გადგომოდი გზას. ჰოდა აი ასე, კერუაკის გზაზეც, სალ პარადაისი და დინ მორიარტი რწყილისა და ჭიანჭველას მსგავსად გაუდგნენ გზას და დიდი თავგადასავლებიც დაიწყო.

Image result for jack kerouac on the road
დაწვრილებით…

რიპ ვან ვინკლი

დღეს ამერიკული წიგნის ბაზარი, ნებისმიერი ავტორისათვის, საოცნებოა. როცა ამერიკულ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ინგლისური ლიტერატურისაგან გამოყოფა. ისეთ ქვეყნებში, რომლებიც რომელიმე ენობრივ გაერთიანებას ეკუთვნიან, რთულია რომელიმე ქვეყნის ლიტერატურა იმდენად გამოირჩეოდეს, რომ მკითხველის თვალმა განცალკევებულად აღიქვას, მაგრამ ამერიკამ ეს მოახერხა. მეორე ამბავია, რომ უცხო მიწაზე მიგრანტების დასახლებით შექმნილ ქვეყანას წარსული არ გააჩნია, არ გააჩნია ერთიანი კულტურა და შესაბამისად არც ლიტერატურა. საუბარი მაქვს წინარე ამერიკულ საზოგადოებაზე.

Chillax merlin
დაწვრილებით…

“სული რომ ამომდიოდა” ფოლკნერის ნარატიული ლაბირინთი

წიგნის სათაური აღებულია ჰომეროსის “ოდისეადან” თუ ფოლკნერს კარგად იცნობთ, შეამჩნევდით, რომ მისი გმირები, ძირითადად, სადღაც მიდიან და მუდამ უკან ბრუნდებიან ხოლმე. სათაურის ამბავიც არ უნდა გაგიკვირდეთ. ფოლკნერი მუდამ ართულებს საქმეს თავისი ინტერტექსტუალური თამაშებით და არც ეს წიგნია გამონაკლისი.

Image result for სული რომ ამოდიოდა

თხრობა იწყება მომაკვდავი ქალით, რომელის საძინებლის ფანჯარასთან, მისი უფროსი ვაჟი მისთვის კუბოს ამზადებს. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ბიბლიის მიხედვით, ქრისტე დურგალი იყო. ჩაქუჩის ყოველ დარტყმაზე ახლოვდება ედი ბარნდენის სიკვდილი და ყოველი დარტყმა გავლილ წამს უდრის. ეს პროცესი შეიძლება დავინახოთ როგორც გაცოცხლებული დრო, რომელიც მუდმივად ადამიანის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

განაგრძე…

ღამის მატარებელი-მოტივის მნიშვნელობა

ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ჯგუფში შეკითხვა დაისვა. რას მოითხოვთ ქართველი  თანამედროვე მწერლებისგანო.  მაგალითად მე, ვერ ვიტან როდესაც ავტორი მეპრანჭტყვარცალება და თვითტკბობაში გადადის. ამაღლებული ენით დაწერილ გადამტკბარ რომანტიკას ჩემი გული ვერ უძლებს ხოლმე. ვფიქრობ რომ წიგნი  დიდი სიშლეგეების შესახებ უნდა იწერებოდეს და ასეთ რამეებზე ზედმეტი სერიოზულობით წერა, ემოციის უფრო დასამძიმებლად უბრალოდ სასაცილოა.

Image result for night train martin amis
განაგრძე…

“ალისფერი დამღა”ერთგულება და პატივისცემა

ნათანიელ ჰოთორნის რომანი, „ალისფერი დამღა“ მნიშვნელოვანი ნაწარმოებია  იმდენად, რამდენადაც იგი ამერიკული პურიტანული საზოგადოებისათვის მეტად მტკივნეულ საკითხებს ეხება და  მკაცრ ღირებულებათა სისტემაში, რომლის მიხედვითაც პურიტანები  ცხოვრობდნენ  სიახლე შემოაქვს.

რომანში აღწერილი  საზოგადოება იმ   ღირებულებათა  წიაღში ცხოვრობს, რომლის მიხედვითაც  ქალისა და მამაკაცის ფუნქციები და მოვალეობები მკაცრად არის განსაზღვრული. ამასთანავე  უნდა აღინიშნოს, რომ პურიტანიზმის მთავარი  ღერძი თავად ის საზოგადოებაა, რომლის  სამსჯავროზეც წარსდგება თითოეული ადამიანი, ვინც  ნორმიდან  მცირედით მაინც გადაუხვევს და სწორედ ეს არის  პურიტანელი ადამიანისათვის ყველაზე დიდი სასჯელიც, მან მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ის დამღა, რომელსაც   საზოგადოება არგუნებს, როგორც ნიშანს უწმინდურებისა ან/და  უღირსობისა

description

განაგრძე…

ჯაზის ერის სისასტიკენი “დიდი გეტსბი”

            ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის  რომანში „ დიდი გეთსბი“ ასახულია ამერიკის შეერთებული შტატების პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ცხოვრება.  ამ ეპოქას მოიხსენიებენ სწორედ „ჯაზის ერად“. ტერმინი ჯაზის ერა  აღნიშნავს  აშშ.-ში ჯაზის  მიმდინარეობის  აყვავებისა და ყოფით ცხოვრებაში შეტანილი ჯაზის ელემენტების ხანას. ამ ყველაფერს ჩვენ ფიცჯერალდის რომანიდან „დიდი  გეთსბი“ ნათლად ვხედავთ.  

Image result for the great gatsby
განაგრძე…

ლო ლი ტა

სიტყვა უდიდესი ძალაა. სიტყვას შეუძლია ჰუმბერტ ჰუმბერტისნაირი არამზადა, პედოფილი სულ სხვაგვარად წარმოაჩინოს. ვინც მას იცნობთ დამეთანხმებით. ჰუმბერტი ალბათ ჩვეულებრივი ლიტერატურის მასწავლებელი იქნებოდა ჯერ კიდევ ცამეტი წლის ასაკში ანაბელ ლის, ანაბელის სიკვდილს რომ არ მიეყენებინა ტრამვა. ანაბელი ტიფით გარდაიცვალა. დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს ედგარ ალან პოს ანაბელ ლის გავლენას,მაგრამ ეს ანაბელ ლი სხვანაირად იწერება.

განაგრძე…

ბანანა თევზის ამინდი

ახლა სწორედ ბანანა თევზის ამინდია, სიმორი ასე ამბობს. ეს ცეროდენა ამბავი ალბათ ერთადერთია, რამაც სელინჯერი როგორც ავტორი ჩემს მოკრძალებულ თვალში გადაარჩინა. მწერლები ტრამვირებული ხალხია, ამიტომ ამბობენ ოპტიმისტები ცუდად წერენო და ზოგჯერ მწერლის ტრამვების მკურნალობა შეუძლებელია.

“A Perfect Day for Bananafish” by J.D. Salinger | 29 Short Stories You Need To Read In Your Twenties
განაგრძე

კლდის პირზე, ჭვავის ყანაში…

საქმე იმაშია, რომ ამბობენ ეს წიგნი ძალიან ბევრი სერიული მკვლელისა და კრიმინალის საყვარელი წიგნი იყოო… ჰოო, მაგაზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს, ალბათ ისინი ჰოლდენში, რომელიც მთელ ქვეყანაზეა გაბრაზებული და შეიძლება ითქვას ადგილს ვერ პოულობს საკუთარ თავს ხედავდნენ.

The Catcher in the Rye by J.D. Salinger | 22 Books You Pretend You've Read But Actually Haven't

პრინციპში, ჰოლდენი ცუდი ბიჭიაო ვერავინ იტყვის, სულაც, პირიქით. მართალია სკოლაში მუდამ პრობლემები აქვს, სპორტშიც დიდად ვერ დაიკვეხნის წარმატებებით, ან კი რა წარმატებაზეა ლაპარაკი ფილტვების გახეთქვამდე აბოლებს და საშემოდგომო კოჭლი ორიანებიც უხვად აქვს ჩამწკრივებული, მაგრამ ჰოლდენს ეგეთი ამბები დიდად არ ადარდებს, ეგღა აკლია, გალოკილ გრინგოს დაემსგავსოს, პოლოს ჯოხს დროშასავით რომ იქნევს და მამიკოს ფულებით გათამამებული სკოლის ჭერს ცხვირს ურტყამს სიარულისას. ეგეთი ტიპები ჰოლდენს დასანახად ეჯავრება.

განაგრძე