მე წიგნის გმირი ვარ
დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია და ამის მიზეზებს ახლა არ ავხსნი, მაგრამ როგორც იქნა დავბრუნდი და დავბრუნდი გივი მარგველაშვილთან ერთად. არის მოთხრობები, რომლებსაც წაიკითხავ და ლიტერატურა სახეს იცვლის. გივი მარგველაშვილის მოთხრობები სწორედ ასეთებია.

პოსტმოდერნული ამოცნობანი
იშვიათად ყოფილა, რომ ერთი და ორი წლის წინ წაკითხულ წიგნში, პასუხები ამ დრომდე ვერ მეპოვოს. მახსოვს პოსტმოდერნიზმის კურსზე რამდენი ვიკამათეთ მე და ჩემმა ლექტორმა ჯულიან ბარნსის “დასასრულის განცდასთან” დაკავშირებით.

“მიტაცებული სახლი”
ალბათ იშვიათი ოსტატობა ჭირდება ორ გვერდში ჩაატიო ისეთი მოთხრობა როგორიც ხულიო კორტასარის “მიტაცებული სახლია” ისევე როგორც “კლასობანა” ეს ორი გვერდიც თავის თავში სამ სხვადასხვა წახნაგს აერთიანებს. ერთნი ამბობენ, რომ ამ მოთხრობის მთავარი არსი პოლიტიკურია და არგენტინის ბედზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მეორენი მის ადამიანურ მხარეზე მსჯელობენ. ვისაც მოთხრობა წაგიკითხავთ გეცოდინებათ, რომ ეს არის და-ძმის ისტორია, რომლებიც მშობლების ძველ სახლში ცხოვრობენ და მათი ურთიერთობაც ერთობ საკამათო თემაა.

“მე წითელი მქვია”-ფამუქის ქალაქი სტამბოლი
სტამბოლში არასოდეს ვყოფილვარ. როგორ შეიძლება იგრძნო ქალაქი, რომელშიც არასოდეს ყოფილხარ? ფამუქზე ათასი აზრი არსებობს, მაგრამ ის რომ მან ზუსტად იცის, როგორ დაგიხატოს ქალაქი, მთელი თავისი ფერებითა და არომატებით ისე, რომ იფიქრო, ამ ზღაპრულ ქალაქში ალბათ მხოლოდ ზღაპრული ამბები შეიძლება მოხდესო ამაში ნუ შემეკამათებით.
ამ რომანის სიუჟეტს ზღაპარს ვერ დავარქმევთ, მითუმეტეს რომ ამბავი მკვდრის მონოლოგით იწყება

მაგრამ აბა დაფიქრდით ვის არ გვიფიქრია რას იტყოდნენ გვამები საუბარი რომ შეძლებოდათ, ან ძაღლები რომლებმაც ნახეს ის რაც ჩვენ არ გვინახავს.. ფამუქის ოსტატობის ერთ-ერთი მაჩვენებელი სწორედ ის არის, რომ ის გვამს, ძაღლს, მონეტას იმგვარად ამეტყველებს, რომ ამას სრულიად იჯერებ, ამის გარდა, სიტუაციის ხედვის წერტილი იმდენად საინტერესოდ იცვლება, რომ ფაქტობრივად სამას სამოცი გრადუსით ვხედავთ სურათს.
განაგრძე