“უბრალოდ ბავშვები”

Image result for robert mapplethorpe patti smith and janis joplin

აი, ახლა , ვზივარ და ჯოპლინის სიმღერებს ვუსმენ. ბავშვობაში მეგონა, რომ მეც 27 წლის მოვკვდებოდი, თუმცა სამი წელია კიდევ იქამდე. პირველად პატი სმიტი რომ დავინახე გული მომეწურა, საერთოდ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც ბევრი აქვთ მოსაყოლი.

დაწვრილებით…

ლიბერალურ-ლიტერატურული ტრენდები

ზოგჯერ რომ ვუკვირდები, ჩემი თავი უცხოპლანეტელი მგონია ხოლმე. საკუთარი პროფესიის საბოტაჟისკენ მიდრეკილებაა ეს თუ პიროვნული შეუთავსებლობა არსებულ რეალობასთან არ ვიცი, მაგრამ რასაც ახლა დავწერ ეჭვი მაქვს ჩვენი საზოგადოების ასე ვთქვათ ლიბერალურ თუ ფსევდოლიბერალურ თუ ულტრალიბერალურ ნაწილში დიდ აგრესიასა და ჩხუბს გამოიწვევს, მაგრამ რომ არ ვთქვა მეც მათ დავემსგავსები, გაბატონებული კლიშეების უპირობო მიღებაში რაც ჩემს პიროვნებაში არ ზის და შესაბამისად არასწორი იქნება.

Even my shadows like to read...

არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ, უბრალოდ მე, როგორც რიგითი ლიტერატურათმცოდნე ვთვლი, რომ ლიტერატურას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ადამიანები. თუ თვლი, რომ ლიტერატურა იარაღია, მესიჯის გადასაცემად, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ ნებისმიერ იარაღს თავისი გამოყენების წესი აქვს და შესაბამის მოპყრობას საჭიროებს.

დაწვრილებით…

ოჯახური პორტრეტი

მგონი უკვე მითქვამს, მე ბებიას გაზრდილი ვარ ნახევრად. ყველაზე

Grandmother And Grandfather Love Each Other Coloring Pages : Color Luna
დაწვრილებით..

აკრძალული წიგნები

ლიტერატურული სამყაროსათვის ცენზურის თემა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია. ხშირად ხდება ისე, რომ გარკვეული ტიპის წიგნებს სხვადასხვა მიზეზით ბლოკავენ და თუმცა წლების შემდეგ შეიძლება ამ წიგნმა ორმაგი პოპულარობა მოიპოვოს.

წიგნები, რომელთა ღირებულებაზე დღეს აღარ ვკამათობთ და ჩვენს თაროებზე საპატიო ადგილს იკავებენ, თავის დროზე დიდი განხილვის, სჯა-ბაასისა და ზოგჯერ კონფლიქტის მიზეზიც კი გამხდარა. აი, რა წიგნებზე მაქვს საუბარი.

დაწვრილებით

სპოილერებს არავართ ძმაო…

რამოდენიმე წლის წინ, ქართულ რეალობაში გაჩნდა სიტყვა “სპოილერი” და მყარადაც დამკვიდრდა. ეს სიტყვა ინგლისური ენიდან გახლავთ და პირდაპირი თარგმანით “გადმოღვრას” ნიშნავს. ისე კი, ნარატიული ან ვიზუალური მედიიდან ინფორმაციის წინასწარ გაჟონვაა. ასე მაგალითად, კითხულობ წიგნს, გასულიხარ ბოლოს წინა თავზე, და უცებ მოდის ვიღაც მეგობარი და გეუბნება, “აუ, რა მაგრა გამიტყდა ბოლოს ზაზულიმ ზიზიკო რომ დაახრჩო…..” და მორჩა მთელი ამბავი გააფუჭა. როგორც ჩემი უფროსი მეგობარი იტყოდა: რატო, შვილო, ბავშვობაში არ გეფერებოდნენ? ხომ შეიძლება ამბავი ბოლომდე მიმაყვანინო…….

Looking at you Jeremy Zag!

განაგრძე…

ამ წიგნმა არ გაამართლა

რამდენჯერ მომხდარა, შედიხარ წიგნის მაღაზიაში, ხარჯავ ფულს სქელტანიან ლამაზად გაფორმებულ წიგნზე, ასევე საინტერესო ანოტაციით, გგონია რომ წინ საინტერესო მოგზაურობა გელის და როგორცკი თბილად მოკალათდები საკითხავად და გადაშლი ამ წიგნს……….

John Sandoe Books. These are 15 of the most beautiful bookshops in London. London is home to some of the most beautiful bookshops in the world. These are all independent bookshops in London and they stock a variety of old and new, fiction and non-fiction etc. Perfect for bookworms in London! #whatshotblog #bookshopporn #bookstagram #bookshops #travelLondon
განაგრძე!

ბრმა პაემანი წიგნთან

როდესაც ახლობელთან, ან ახალ მეგობართან მივდივარ სტუმრად, პირველი რასაც ვაკეთებ, წიგნების თაროს ვეძებ თვალით. საქართველოში წიგნების თაროს ორგანიზება ძალიან დიდი ხანია ჩვევად ჩამოყალიბდა.

Translator - Writer - Tea drinker
განაგრძე

ფრანგული საუზმე- “ტრიუმფალური თაღი”

კაფეებში მარტო სიარული ძალიან მიყვარს. თუ განმარტოება მინდა ყოველთვის ისეთ კაფეებს ვარჩევ, სადაც ძველი ავეჯი და ვინტაჟური გარემოა. რატომღაც ასეთი გარემო პარიზს მაგონებს. დღევანდელი პარიზის რა გითხრათ და რემარკის აღწერილ პარიზს ნამდვილად ასდის მაგარი ყავისა და ახალგამომცხვარი ბრიოშის სუნი ტყავისა და ძველი ავეჯის სუნს რომ ერევა.

Taking better travel photos: tutorial. via Brooklyn Limestone
განაგრძე

იყიდება რეპრესირებული ჯინსები თორმეტ მანეთად…

1983 წლის 12 ნოემბერი.. ამ თარიღის გახსენება დღესაც შიშისა და ძრწოლის შეგრძნებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში. დღემდე დიდი კითხვის ნიშანია ქართველებისათვის “თვითმფრინავის ბიჭების” საქმე, რომელსაც უამრავი ლეგენდა და ნამდვილი ამბავი აკრავს გარშემო.

დათო ტურაშვილის რომანი “ჯინსების თაობა” ალბათ მხოლოდ იმიტომაც უკვე არის ქართული ლიტერატურისათვის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ნამდვილ ამბავზეა აგებული. მეგობრობაზე, სიყვარულსა და რომანტიკული თავზეხელაღებულობის სისხლიან შედეგებზე.

განაგრძე!