
ამბავი ერთი ზამთრისა
ახალ წლამდე თექვსმეტი დღე დარჩა. გარეთ ისეთი მზეა გაზაფხულზე რომ იცის ხოლმე. საახალწლო განათებები ჩაურთავთ. მიყვარს ახალი წელი. ერთი ეგ არის, რომ საშობაო სიმღერები მასევდიანებს ხოლმე. არადა პირიქით არ უნდა იყოს? სულ რამდენიმე თვეა რაც ბლოგი გავაკეთე და წლევანდელი ახალი წელი პირველია, რომელსაც მე და ჩემი ბლოგი ერთად შევხვდებით. ესეც იმედიანადაა და მეც. წინ დიდი გეგმები გვაქვს.

“ცრემლიანი სათვალე” სხვა თბილისი
თბილისი, მიუხედავად თავისი სიმცირისა, დაუჯერებელი ამბებით სავსე ქალაქია. აღმაშენებელზე ჯერ კიდევ მაშინ აღმოვჩნდი, სანამ ხალხი გაიღვიძებდა და ქალაქი ახმაურდებოდა. ნესტიანი სიცივე იყო, ახალი ნაწვიმარი და გადავწყვიტე, ტაქსი არ გამეჩერებინა. ქვაფენილზე ფეხით წამოვედი.
