
Tag: ბუნება
ფრანც კაფკა “პროცესი” სამყაროს სპირალი
იოზეფ კ-მ არ იცის რა დააშავა. როდესაც უცნობი ადამიანები ბრალს გიყენებენ და გაპატიმრებენ, კითხვა გაგიჩნდება რა დავაშავეო. იოზეფ კ-ს კი არ უპასუხეს. მთელი ეს ამბავი, ისეთივე უცნაურად მიმდინარეობს, როგორც დაიწყო. კ-ს თავისუფლება არ შეეზღუდა, მაგრამ მაინც დაპატიმრებულია. ის სასამართლოში დადის, ერთი ინსტანციიდან მეორეში აგზავნიან, მთავარ კითხვაზე კი პასუხი მაინც არ ჩანს. იქ, ზემოთ, ვიღაცამ იცის სიმართლე.
