
რატომ არ არის ქართული ლიტერატურა მსოფლიო დონის?
ეს კითხვა რამდენიმე დღის წინ ჩემსა და ჩემს ფეისბუქ მეგობარს შორის წარმოიშვა მაშინ, როდესაც “საბას” ლიტერატურული პრემიის ავკარგიანობაზე ვსაუბრობდით. არ დავიჩემებ და არ ვიტყვი, რომ ეს კითხვა მარტო ჩვენ გვაწუხებს და ამიტომაც გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა.

პრემია “საბა”- ლიტერატურული ჩემპიონთა ლიგა
პრემია “საბა” 2003 წელს დაარსდა და დღემდე მთავარი ლიტერატურული პრემიაა საქართველოში. ხუმრობით ამ პრემიას ლიტერატურული ჩემპიონთა ლიგა შევარქვი. მართლა ჩემპიონთა ლიგასავით ვადევნებ ყოველწლიურად თვალს და წელს უკვე თქვენთან ერთად ვაპირებ ამის გაკეთებას. წლევანდელი პრემია “საბას” ამბებს აუცილებლად შემოგთავაზებთ ბლოგზე.
