
ლიბერალურ-ლიტერატურული ტრენდები
ზოგჯერ რომ ვუკვირდები, ჩემი თავი უცხოპლანეტელი მგონია ხოლმე. საკუთარი პროფესიის საბოტაჟისკენ მიდრეკილებაა ეს თუ პიროვნული შეუთავსებლობა არსებულ რეალობასთან არ ვიცი, მაგრამ რასაც ახლა დავწერ ეჭვი მაქვს ჩვენი საზოგადოების ასე ვთქვათ ლიბერალურ თუ ფსევდოლიბერალურ თუ ულტრალიბერალურ ნაწილში დიდ აგრესიასა და ჩხუბს გამოიწვევს, მაგრამ რომ არ ვთქვა მეც მათ დავემსგავსები, გაბატონებული კლიშეების უპირობო მიღებაში რაც ჩემს პიროვნებაში არ ზის და შესაბამისად არასწორი იქნება.

არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ, უბრალოდ მე, როგორც რიგითი ლიტერატურათმცოდნე ვთვლი, რომ ლიტერატურას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ადამიანები. თუ თვლი, რომ ლიტერატურა იარაღია, მესიჯის გადასაცემად, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ ნებისმიერ იარაღს თავისი გამოყენების წესი აქვს და შესაბამის მოპყრობას საჭიროებს.
დაწვრილებით…ფრანც კაფკა “პროცესი” სამყაროს სპირალი
იოზეფ კ-მ არ იცის რა დააშავა. როდესაც უცნობი ადამიანები ბრალს გიყენებენ და გაპატიმრებენ, კითხვა გაგიჩნდება რა დავაშავეო. იოზეფ კ-ს კი არ უპასუხეს. მთელი ეს ამბავი, ისეთივე უცნაურად მიმდინარეობს, როგორც დაიწყო. კ-ს თავისუფლება არ შეეზღუდა, მაგრამ მაინც დაპატიმრებულია. ის სასამართლოში დადის, ერთი ინსტანციიდან მეორეში აგზავნიან, მთავარ კითხვაზე კი პასუხი მაინც არ ჩანს. იქ, ზემოთ, ვიღაცამ იცის სიმართლე.

რატომ არ არის ქართული ლიტერატურა მსოფლიო დონის?
ეს კითხვა რამდენიმე დღის წინ ჩემსა და ჩემს ფეისბუქ მეგობარს შორის წარმოიშვა მაშინ, როდესაც “საბას” ლიტერატურული პრემიის ავკარგიანობაზე ვსაუბრობდით. არ დავიჩემებ და არ ვიტყვი, რომ ეს კითხვა მარტო ჩვენ გვაწუხებს და ამიტომაც გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა.
