რატომ არ უნდა გავხდე ლიტერატურათმცოდნე?

"მინდა წავიკითხო" წიგნები, ლიტერატურული აჩქარება
დაწვრილებით…

ბრმა პაემანი წიგნთან

როდესაც ახლობელთან, ან ახალ მეგობართან მივდივარ სტუმრად, პირველი რასაც ვაკეთებ, წიგნების თაროს ვეძებ თვალით. საქართველოში წიგნების თაროს ორგანიზება ძალიან დიდი ხანია ჩვევად ჩამოყალიბდა.

Translator - Writer - Tea drinker
განაგრძე

ამბებიდან ტექსტებამდე

ჩემი, როგორც მკითხველის ცხოვრება დაახლოებით ოც წელს ითვლის და ვინ მოთვლის რამდენი სისულელე წამიკითხავს ამასობაში. მე მახსოვს, რომელი იყო პირველი წიგნი, რომელსაც ხელი მოვკიდე ოთხი წლის ასაკში, ეს იყო “ათას ერთი ღამე” არავითარ ეროტიკას იქ ჩემთვის ადგილი არ ჰქონია რა თქმა უნდა, აზრიც ძნელად გამომქონდა ან შეიძლება ითქვას, ვერც გამომქონდა, მაგრამ მახსოვს, ძალიან მომწონდა, რომ ყოველი ღამის ბოლოს ამბავი ისეთ ადგილას წყდებოდა, რომ იძულებული იყავი გაგეგრძელებინა კითხვა. ამას სერიალის მოყვარულები გამიგებენ, ეს იგივეა, რაც ეგრეთწოდებული cliffhanger-ი

magic levitation photography reading books surreal eerie flying little girl library book wall

არ მახსოვს ათას ერთიდან რომელ ღამემდე მივედი, მაგრამ შემდეგი “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი” იყო და მაშინ მახსოვს ნამდვილად საოცარი თავგადასავლების მონაწილე გავხდი ჩაფსკვნილ მურაბის ქურდ კარლსონთან და ბიჭუნასთან ერთად რომელსაც სვანტე კი ერქვა, მაგრამ ასე არასოდეს ეძახდნენ და ბრიუსელის კომბოსტო დასანახად სძულდა. მახსოვს გულწრფელად განვიცადე, როცა გავიგე, რომ შვედეთში კარლსონის მინიატურული ფიგურის შეძენა შეუძლებელია, რადგან შვედები ფიქრობენ, რომ კარლსონი უარყოფითი პერსონაჟია, ის ხომ შვედ ბავშვებს მურაბის ქურდობას ასწავლის. მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულის და პატივისცემისა შვედეთის, როგორც ქვეყნის მიმართ, ეს ჩემთვის დღემდე მოუშუშებელი ტრამვაა.

“პოტერიადა” ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო და ახლაც მაქვს პირველი ნაწილის პირველი გამოცემა, რომელშიც ერთ-ერთ აბზაცთან წერტილი მაქვს დასმული და ეს წერტილი და ჩემეული პოტერიადა ტოლები არიან. მახსოვს წიგნს რომ ვამთავრებდი ის ღამე არ მეძინა ხოლმე ემოციებისაგან და სულ ვფიქრობდი რომ ჰერმიონ გრეინჯერი მე ვარ. ჰოგვორტსის ყველა კუთხე-კუნჭულის სუნი მცემდა ხოლმე, იმდენად ვიჭრებოდი როლებში და რომ არ შემრცხვეს, პირველი ნაწილი რვაჯერ მაქვს წაკითხული. პოტერიადას ყველაზე დიდი ადგილი უკავია ჩემს თაროზეც და გულშიც, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ცალკე პოსტში.

#photolibrary
განაგრძე